გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
  • ID INNSTS_1
  • ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
  • დაწყების თარიღი: 15 სექტემბერი 2025
  • დასრულების დრო: 16 სექტემბერი 2025 16:07

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი

ხელშემწყობი მექანიზმი:

1) პირველი სამი წლის განმავლობაში - გაცემული ხელფასი, არაუმეტეს 10,000 ლარისა თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან 

2)  მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში - გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია.

 

3) მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში - გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია.

 

კრიტერიუმები:

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;

ბ) განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მოპოვებული აქვს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სააგენტოსგან მოპოვებული აქვს არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება

 

გ) ახორციელებს განაცხადში აღწერილ საქმიანობას, რომელიც თანხვედრაშია "ბ" პუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ საქმიანობასთან, ამასთანავე,  მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული;

დ) არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

 

მოქმედების ვადა:

ა) სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით.

ბ) სუბიექტმა ინოვაციური სტარტაპის სტატუსით შეიძლება ისარგებლოს ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადით.

 

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ თანდართული ფაილი "საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ".

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 წლით ადრე, გაქვთ თუ არა მოპოვებული არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან. თუ კი გთხოვთ ატვირთოთ საინვესტიციო ხელშეკრულება
  • განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 წლით ადრე, გაქვთ თუ არა მოპოვებული არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან. თუ კი გთხოვთ ატვირთოთ ინვესტიციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტი
  • თუკი ინვესიტიცია მოპოვებული სტატუსის მაძიებელი სუბიექტის მშობელ / შვილობილ კომპანიას გთხოვთ ატვირთოთ ყველა ის დოკუმენტაცია , რომელიც მოითხოვება საქართველოს "ინოვაციების შესახებ" მთავრობის დადგენილების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტით
  • გთცოვთ ატვირთოთ, აუდირებული შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშგება და აუდიტორის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები არსებითად დაკავშირებულია გაანცხადში წარდგილ საქმიანობასთან და ინვესტიციით ან/და სააგენტოს საგრანტო პროგრამით დაფინანსებულ საქმიანობასთან
  • გთხოვთ ატვირთოთ საერთო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.