გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
  • ID INNSTS_3
  • ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
  • დაწყების თარიღი: 16 სექტემბერი 2025
  • დასრულების დრო: 19 სექტემბერი 2025 17:20

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი

ხელშემწყობი მექანიზმი:

1) პირველი სამი წლის განმავლობაში - გაცემული ხელფასი, არაუმეტეს 10,000 ლარისა თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან 

2)  მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში - გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია.

3) მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში - გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია.

 

კრიტერიუმები:

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;

ბ) განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მოპოვებული აქვს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სააგენტოსგან მოპოვებული აქვს არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება

 

გ) ახორციელებს განაცხადში აღწერილ საქმიანობას, რომელიც თანხვედრაშია "ბ" პუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ საქმიანობასთან, ამასთანავე,  მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული;

დ) არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

 

მოქმედების ვადა:

ა) სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით.

ბ) სუბიექტმა ინოვაციური სტარტაპის სტატუსით შეიძლება ისარგებლოს ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადით.

 

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ თანდართული ფაილი "საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ".

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ

წარსადგენი დოკუმენტები

  • გთხოვთ, ატვირთოთ საინვესტიციო ხელშეკრულება და ინვესტიციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 წლით ადრე, გაქვთ მოპოვებული არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან.
  • გთხოვთ ატვირთოთ ყველა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც მთავრობის დადგენილების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით მოითხოვება, თუკი სტატუსის მაძიებელ სუბიექტს აღნიშნული ფინანსური სახსრები მიღებული აქვს სხვა ქვეყანაში დაფუძნებული მისი მშობელ/შვილობილი კომპანიისგან, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული სახსრები საინვესტიციო ფონდიდან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო.
  • გთხოვთ ატვირთოთ, აუდირებული შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშგება და აუდიტორის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები არსებითად დაკავშირებულია გაანცხადში წარდგილ საქმიანობასთან და ინვესტიციით ან/და სააგენტოს საგრანტო პროგრამით დაფინანსებულ საქმიანობასთან
  • გთხოვთ ატვირთოთ, საერთო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • გთხოვთ ატვირთოთ, ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება.