ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი
ხელშემწყობი მექანიზმი:
1) სტატუსის მფლობელი პირი უფლებამოსილია დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, წინა ფინანსურ წელს დაგროვილი წმინდა მოგებიდან მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა შეიმციროს გაწეული კვლევისა და განვითარების (R&D) ხარჯების სამმაგი ოდენობით.
2) დივიდენდის გაუნაწილებლობის შემთხვევაში, გრანტის სახით მიიღოს გაწეული R&D ხარჯების 20%, არაუმეტეს 100 000 ლარისა.
კრიტერიუმები:
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც წინა ფინანსულ წელს მიღებული შემოსავლების 5%-ს მინიმუმ 100 000 ლარს მიმართავს კვლევისა და განვითარების (R&D) სამუშაოებისკენ და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:
ა) აქვს პატენტი ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა და R&D დანახარჯები მიმართულია მისი განვითარებისაკენ;
ბ) კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან შესაბამისი მომსახურების შესასყიდად;
გ) კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად;
დ) არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
ე) არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმო ან მეოთხე კატეგორიის საწარმო.
მოქმედების ვადა:
ა) სუბიექტს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით;
ბ) სტატუსის მოპოვება შეუძლია მრავალჯერ და უვადოდ.