ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი
ხელშემწყობი მექანიზმი:
1) მოგების გადასახადის განაკვეთი 5%.
2) საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 5%.
კრიტერიუმები:
ა) ძირითადი საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ 72.1 კოდით გათვალისწინებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“;
ბ) ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად მიღებული შემოსავლების არანაკლებ 80%-ს უტოლდება.
გ) არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
მოქმედების ვადა:
ა) სუბიექტს კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით;
ბ) სტატუსის სარგებლობა შესაძლებელია ერთჯერადად და უვადოდ.