📌 სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები:
ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) 💡 ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას;
ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული აქვს:
- მინიმუმ 🪙 100,000 ლარის ინვესტიცია საინვესტიციო ფონდიდან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან (ან მისი წევრისგან) ან აქსელერატორიდან, ან
- მინიმუმ 🚀 150,000 ლარის საგრანტო დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან.
გ) 🎯 ახორციელებს განაცხადში აღწერილ და ინვესტიციით დაფინანსებულ საქმიანობას.
დ) ⚠️ არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და არ იმყოფება გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცესში.
📌 სტატუსის მოქმედების ვადა:
- სტატუსი ენიჭება ⏰ 1 წლის ვადით.
- მოქმედების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს შემდგომი 1 წლის ვადით.
- ⏳ სტატუსით სარგებლობა შესაძლებელია უწყვეტი 10 წლის განმავლობაში.
🚀 ხელშემწყობი მექანიზმი:
1) I-III წლის განმავლობაში - ✅ საშემოსავლო გადასახადი - 0%;
2) IV-VI წლის განმავლობაში - ✅ საშემოსავლო გადასახადის 5%; ✅ მოგების გადასახადი 5%;
3) VII-X წლის განმავლობაში - ✅ საშემოსავლო გადასახადი 10%; ✅ მოგების გადასახადი - 10%.
⚠️ გაითვალისწინეთ: უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია როგორც ორიგინალი, ასევე მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ℹ️ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ "დოკუმენტების" მოდულში განთავსებული საინფორმაციო ფაილები.